Friday, September 7, 2018
პროექტის სახელი:
,,ვკითხულობთ და ვქმნით წიგნებს“
პროექტის აღწერა:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან
ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ნახავენ ანიმაციას წიგნების თემაზე. ჯგუფებში მუშაობისას
შექმნიან ხელნაკეთ წიგნებს.
მთავარი იდეა:
მოსწავლეებში კითხვის მოტივაციის გაზრდა.
მნიშვნელობა/აქტუალობა:
დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა უმეტესობას უჭირს გამართული კითხვა და თავს არიდებს წიგნებს. წიგნების
კითხვა კი აუცილებელი ფაქტორია სკოლის მომდევნო საფეხურებზე წარმატების მისაღწევად.
მიზნები და შედეგები:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უფრო მეტად
დაინტერესდებიან წიგნებით, გაეცნობიან მათთვის საინტერესო ლიტერატურულ ნაწარმოებს
და საბოლოოდ თავადაც შექმნიან წიგნებს. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და დაეუფლებიან
სწრაფი კითხვის ტექნიკას.
შეფასების საგანი
და პროცედურები: მოსწავლეები შეფასდებიან პროექტის ფარგლებში წაკითხული
ტექსტებისა და ჯგუფური მუშაობის ორგანიზებაში. განმავითარებელი კომენტარებით შევაფასებ
მათ ჩართულობას პროექტის მსვლელობისას.
წინასწარი ცოდნა:
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ წიგნის აგებულება, შეეძლოთ დამოუკიდებლად ტექსტების კითხვა, ჯგუფურ
საქმიანობაში ჩართვა და სხვათა მოსაზრებების გაზიარება.
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები: საკითხავი წიგნები, საკანცელარიო ნივთები, პროექტორი,
კომპიუტერი.
სასწავლო პროექტის
მსვლელობა: პროექტის
პირველ ეტაპზე მოსწავლეები მოისმენენ წიგნის შექმნის ისტორიას. ვუჩვენებ პრეზენტაციას
და მნიშვნელოვან მასალებს წიგნის ისტორიასთან დაკავშირებით. მეორე ეტაპზე ერთად ვნახავთ
ანიმაციას წიგნების შესახებ ( ,,მისტერ მორის
ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები“), მოვაწყობთ დისკუსიას ნანახი ფილმის ირგვლივ.
შემდეგ ეტაპზე ისინი გაეცნობიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს ინტერესების
მიხედვით. დასკვნით ეტაპზე კი იმუშავებენ ჯგუფში და თავად დაამზადებენ ხელნაკეთ წიგნებს. პროექტის ბოლოს კი თითოეული ჯგუფი წარადგენს
თავისი ნამუშევრის პრეზენტაციას.
მოსწავლეთა ასაკი:
8 -9 წელი
ვადები ხანგრძლივობა: ორი კვირა
პროექტის შესაძლო
აქტივობები კლასში: პრეზენტაციის გაცნობა წიგნის შექმნის ისტორიაზე; ლიტერატურული
ნაწარმოებების მოსმენა და წაკითხვა თავად მოსწავლეების მიერ. თემატური ანიმაციის ერთობლივი
ნახვა და განხილვა. ჯგუფური მუშაობის გზით წიგნების დამზადება და პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიძლება შეიქმნას:
სამუშაო ენა:
ქართული
პროექტის ფასილიტატორი:
ნინო გრიგოლაშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
ninogrigolashvili28@gmail.com
Tuesday, September 4, 2018
Subscribe to:
Posts (Atom)
-
პროექტის სახელი: ,,ვკითხულობთ და ვქმნით წიგნებს“ პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურულ ნაწარმოებებ...